logo
ENG



რუს ოპოზიციონერს ბრალად რუსეთის არმიის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება ედება

22 აპრ 202218:54
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას წინააღმდეგ საქმე რუსეთის არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციის" გავრცელების ბრალდებით აღიძრა.

ინფორმაციას გამოცემა Meduza კარა-მურზას ადვოკატზე ვადიმ პროხოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, კარა-მურზა საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხა. ჯერჯერობით უცნობია, რასთან დაკავშირებით აღიძრა საქმე.

კარა-მურზა 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".

12 აპრილს ხამოვნიჩესკის სასამართლომ პოლიტიკოსს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.


close დახურვა